აღწერა
ბოლო დროს ბლოკჩეინი საყოველთაო განხილვის თემაა.
ბლოკჩეინი ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ძრავა ციფრული ვალუტის უკან. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს აქტივების გადარიცხვებისა და სხვადასხვა ტრანზაქციებისთვის.
ბლოკჩეინი არ არის მხოლოდ ფულის გაგზავნა და მიღება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ბლოკჩეინის გამოყენების მნიშვნელობა, რადგან ჩვენ საბოლოოდ გავხდებით მისი ყველა სარგებლის ბენეფიციარი და თუ თქვენ არ იცით ყველა ამ სარგებელის შესახებ, მაშინ დროა დაიწყოთ სწავლა :).
ეს ონლაინ კურსი მოიცავს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის საფუძვლებს:
ყველაფერი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ბლოკჩეინი, როგორ შეიქმნა ის, რატომ არის ის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რით არის ის უნიკალური და სასარგებლო და რატომ უნდა ვიზრუნოთ მასზე. კურსი მოიცავს განმარტებას კრიპტოვალუტების შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ისინი.
გარდა ამისა კურსი მოიცავს ჭკვიან კონტრაქტებს, თუ როგორ ფუნქციონირებს ისინი, რა არის მათი უპირატესობები და როგორ ხდის კრიპტოგრაფია მათ ასე უსაფრთხოს. რა არის დეცენტრალიზაცია და რა განსხვავებაა დეცენტრალიზაციასა და ცენტრალიზაციას შორის. რატომ დეცენტრალიზაცია და რა პრობლემას აგვარებს ის.
ასე რომ ამ კურსის დასრულების შემდეგ თქვენ თავისუფლად ჩაერთვებით კრიპტოვალუტასა და ბლოკჩეინზე საუბრებში!
ტერმინებში შედის 50-მდე ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის ტერმინი.
ეს კურსი დაგეხმარებათ სწრაფად დაეუფლოთ ყველაზე მნიშვნელოვან თემებს ბლოკჩეინში და კრიპტოვალუტაში.
ვისთვის არის ეს კურსი:
ამ კურსისთვის იდეალური სტუდენტია ის, ვისაც სურს სწრაფად გაიგოს და გააფართოოს თავისი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა, ასევე როგორ გამოიყენება ისინი ყოველდღიურობაში, რა პრობლემებს აგვარებს ისინი.
კრიპტოგრაფია; დეცენტრალიზაცია; ცენტრალიზაცია; public და private გასაღები; ბიტქოინი; სატოში; ტრანზაქცია ბლოკჩეინში; სიმეტრიული კრიპტოგრაფია; ასიმეტრიული კრიპტოგრაფია; დაშიფრვა; ჰაშინგი; გაზის დაანგარიშება; ბლოკჩეინის ადაპტაცია; სტრუქტურა და უცვლელობა; გამჭვირვალობა და ანონიმურობა;